სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/02/2018

საკრებულოში "გენდერული თანასწორობის საბჭო" შეიქმნა.





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭო" შეიქმნა. გადაწყვეტილება დღეს მორიგ სხდომაზე იქნა მიღებული.


საბჭოს, რომელსაც საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ლელა საჯაია უხელმძღვანელებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე იმუშავებს და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობას უზრუნველყოფს.

დღესვე დამტკიცდა პერსონალური შემადგენლობა, საბჭოში საკრებულოს 19 წევრი გაწევრიანდა. ესენი არიან: ლელა საჯაია - თავმჯდომარე, ეროდი გორდელაძე - თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან ვასაძე- მდივანი, რიგითი წევრები: მარიკა ჩხიკვიშვილი, ხათუნა ცერცვაძე, დავით დარჩია, ნანული ორაგველიძე, ტარიელ აროშიძე, როზეტა სკამკოჩაიშვილი, თორნიკე გოგუაძე, ლალი სიჭინავა, გიორგი ღურჯუმელიძე, დავით მჟავანაძე, გენო ჩავლეშვილი, ბახვა დოლიძე, მაია ზოიძე, ლევან ნინიძე, ბესო ქათამაძე, გელა ჩავლეშვილი.

საკრებულომ დღესვე "გენდერული თანასწორობის საბჭო"- ს დებულებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.