სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/06/2018

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.





 ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი"-ს ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავალი თაობა" შუალედური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს და საზოგადოებას ამსახველი ფოტო მასალა წარუდგინეს.

პროექტის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.".ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით ხელი უნდა შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის"- აღინიშნა შეხვედრისას.

ღონისძიებას ოზურგეთის საკრებულოს წევრები ლელა საჯაია, ლალი სიჭინავა, გენო ჩავლეშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

სამოქალაქო განათლების პროგარამა "მომავალი თაობა" -ს ახორციელებს PH international ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს. გურიის რეგიონში პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center .