სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/02/2018

• სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია 2 თვის ვადაში დასრულდება





ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიემ მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად  სანაპიროს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტით გათვალისწინებულია სანაპიროსა და ჟღენტის ქუჩების მოასფალტება, გზაგამტარის, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობა.

სამუშაოების  სახელშეკრულებო ღირებულება 205 922 ლარს შეადგენს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვის ვადაში დასრულდება.