სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

01/11/2017

სასპორტო კლუბებს სპორტული ინვენტარი გადასცეს





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე, ა(ა)ი.პ. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მოქმედ სასპორტო  კლუბებს სპორტული ინვენტარი გადასცეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 2 100 ლარი, რომლის ფარგლებშიც სავარჯიშო და სპორტული ინვენტარი საფეხბურთო კლუბ ,,ბახვს," სოფელ გურიანთის ტაეკვანდოს კლუბს,  ლიხაურის, თხინვალისა და შრომის საჭიდაო კლუბებს, ასევე, შემოქმედის საფეხბურთო კლუბს გადასცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა და გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ.