სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

10/01/2018

საზოგადოებრივი დარბაზის როლი საკრებულოს საქმიანობაში.





საკრებულო მორიგ სხდომაზე, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის თაობაზე“ - საკრებულოს განკარგულების მიღების შესახებ იმსჯელებს.

საზოგადოებრივი დარბაზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან წლებია ფუნქციონირებს. საკრებულომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო საზოგადიებრივი დარბაზის წარმომადგენლების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მათ შორის:

ცვლილება შევიდა რეგლამენტში, რომელიც საკრებულოს, საკრებულოს
კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირების ინფორმირებას 
მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და/ან ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით გულისხმობს.

შემუშავდა გამგებლის მიერ ამომრჩევლისთვის ანგარიშის წარდგენის ფორმა;

დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების ბიუჯეტის პროექტით
გამოსაყოფ ასიგნებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარსადგენი საბიუჯეტო განაცხადის ფორმების განსაზღვრისა და შევსების წესი.

 ახალი მოწვევის საკრებულო აგრძელებს თანამშრომლობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს გაწევრიანდეს საზოგადოებრივ დარბაზში. 
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მუნიციპალიტეტისათვის საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში" - აღნიშნა საკრებულოს თავმოდმჯდომარემ დავით დარჩიამ.

 საზოგადოებრივ დარბაზში შუძლიათ გაწევრიანდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებს. მისი ფუნქციები დებულებასთან ერთად რეგლამენტითაცაა გაწერილი.

საზოგადოებრივი დარბაზს უფლება აქვს მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

 მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;

 წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები.

 საზოგადოებრივი დარბაზის წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.