სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

16/05/2018

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერულ საკითხთა სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია, თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ოზურგეთის წარმომადგენლობა ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, გიო კილაძეს და ეროვნული ბილიოთკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს - ემზარ ჯგერენაიას შეხვდა. შეხვედრაზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო პროექტების: "სასკოლო ლიტერატურისა" და "სასკოლო ლექსიკონთა ერთიანი ბაზის" შესახებ ისაუბრეს და ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასელმა - ნინო ჩხიკვიშვილმა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი კონტრიძემ 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე "სასკოლო ლიტერატურის" განვითარების საპილოტე პროექტი წარადგინეს და კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოსთან ერთად, დაინტერესებულია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მათ წახალისებას.