სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/02/2018

სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია





ჭანიეთის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გაეცნო.

მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს.

სოფელ ჭანიეთში სკოლის არარსებობის გამო მოსწავლეები სასწავლო პროცესს სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადიან.

90 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ლელა იმედაშვილი იმყოფებოდნენ.

სამშენებლო სამშაოებს კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს. 

ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 3 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.