სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

10/11/2017

სოფელ ჭანიეთში რკინა-ბეტონის გზა იგება





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში რკინა-ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ყაზაიშვილი ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

60 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარი გურგენ ლომჯარიას უბანში, რთულ საგზაო მონაკვეთზე მოეწყობა.  

პროექტის ღირებულება   7 570 ლარს შეადგენს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია  შპს „გურია-2015“ აწარმოებს.

„ვაგრძელებთ სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციას, გარდა ჭანიეთისა, დასრულების სტადიაშია მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე უბნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მაგალითად, გოგორეთში,  ჭარხალაშვილებისა და ვასაძეების უბანში ჯამში 170 მ. სიგრძის რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა. მიმდინარეობს ნაღობილევის 120 მეტრიანი გზის მშენებლობა ბაქანიძეების უბანში.  ასევე,  ფხაკაძეების უბანში. უახლოეს დღეებში   სოფელ მშვიდობაურში დაიგება 150 მ. სიგრძის რკინა-ბეტონის საფარი,“- აღნიშნა არჩილ ყაზაიშვილმა.