სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

24/10/2017

სოფელ ლიხაურში "ექვთიმეობის" დღესასწაული აღინიშნა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული აღინიშნა.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში გაიმართა კონფერენცია წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების:,,რეხეული,“ „ზენაარი“  „კოლხა,“ „აისი,“  " ურეკი" და მგალობელ-მომღერალთა გუნდ „შემოქმედის“ კონცერტი.

დაჯილდოვდნენ ლიხაურში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. სპეციალური ჯილდო და სიგელები მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ გადასცეს. საპატიო ლიხაურლების წოდება მიენიჭათ: რევაზ გორგოშიძეს - სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სულიკო ქილიფთარს -  მედიცინის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დეკანოზ მამა მათე გორდელაძეს - სასულიერო მოღვაწეობისთვის, ლალი დობორჯგინიძე-სალუქვაძეს სკოლამდელი აღზრის საქმეში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის, აკადემიკოს ლევან ვაშაყმაძეს მიენიჭა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება.

ღონისძიება  გრანდიოზული ფოიერვერკით,  ანსამბლ „შვიდკაცას“ და  მომღერალ ნატო გელაშვილის  კონცერტით დასრულდა.

„ექვთიმეობა 2017“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე ა.(ა)ი.პ. კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.