სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

07/09/2017

სოფელ ლიხაურში ხიდების რეაბილიტაცია დასრულდა





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 2  ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.  

შეკეთდა ლიხაურის ცენტრსა და ნიაბაურის ტერიტორიაზე არსებული გაბმული ხიდები.

სამუშაოების  ჯამური ღირებულება 21 241 ლარს შეადგენს.

შესრულებული სამუშაოები გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ყაზაიშვილმა, გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დარჩიამ დაათვალიერეს.

სამუშაოები შეასრულა  შპს „ჯორჯიან ბილდინგ კომპანიმ.“