სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

03/09/2017

სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა“. პროექტის ჯამური ღირებულება 450 000 ლარია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს დღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა -ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ანზორ ერქომაიშვილმა, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, მოადგილემ ბადრი გობრონიძემ, ფონდ „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის წარმომადგენლებმა.