სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/03/2018

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის





ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში აცხადებს თანადაფინანსების გრანტების პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

თემასთან დაკავშირებით დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლებმა თანადაფინანსების გრანტების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციალიტეტის მერიის შრომითი ბაზრის კვლევისა და განვითარების განყოფილების უფროსი გიორგი ხარაბაძე, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი ამირან გირკელიძე და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

 GENIE  პროექტის  ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები, ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის.

საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი  ორ მილიონ ლარს შეადგენს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.