სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

06/06/2018

თანხმობა ა(ა)პის დაფუძნებაზე,განმარტებები საზაფხულო ბაღის თაობაზე





 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი“-ს დაფუძნებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარულება დაამტკიცა. საკითხი სხდომაზე მერის თანაშემწემ ალექსანდრე ბერიძემ წარმოადგინა და საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

"ცენტრის ძირითად მიზნებს, ფუნქციასა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს:მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადება; ქალაქის გეოინფორმაციული მოდელის მომზადება და მიწათსარგებლობის GIS – მონაცემთა ბანკის შექმნა." - აღნიშნა ბერიძემ.

"აღნიშნული ა(ა)იპის მიზნები და ამოცანები სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ძველი ა(ა)იპ -ის, რომლის გაუქმება კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია, მუნიციპალიტეტმა არასამეწარმეო იურიდიული პირი უნდა დააფუძნოს მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში" - აღინიშნა სხდომაზე ინფრასტრუქტრის კომისიის ხელმძღვანელმა ლავრენტი ბიგვავამ საკითხზე კომისიის დადებითი დასკვნა წარმოადგინა. მისივე განცხადებით

" კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მერისთვის თანხმობის მიცემა აღნიშნული ა(ა)იპ -ის დაფუძნების თაობაზე, თუმცა აქვე ვაცხადებ, რომ საკრებულო აუცილებლად გაუწევს მონიტორინგს ა(ა)იპ -ის საქმინობას" - აღნიშნა ბიგვავამ.

 მერის თანაშემწემ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტიც წარმოადგინა. როგორც მან განმარტა: