სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge

სიახლეები

13/04/2018

წყალმომარაგება და პარკირება - აღნიშნულ საკითხებზე კომისიამ იმსჯელა





 საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია მუნიციპალიტეტის დაბების, სოფლების წყალმომარაგების და ქ.ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების მდგომარეობით დაინტერესდა და აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელა.

შპს "სატისის" ხელმძღვანელმა დავით ცერცვაძემ გაწეული საქმიანობის შეახებ ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოს წევრებს. მისი თქმით: "რამდენიმე სოფელსა და დაბა ურეკში შექმნილია სათანადო პირობები ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდებისათვის, რამდენიმეში ხდება ტექნიკური წყლის მიწოდება, სოფლების ერთ ნაწილს წყალი მიეწოდება ჭაბურღილებიდან, პერიოდულად მიმდინარეობს წყალსადენების წერტილოვანი შეკეთების სამუშაოებიც, პრობლემებია ანასეულის დასახლების წყალმომარაგებაში, საჭიროა მისი შ.პ.ს.“სატისი“-სათვის ბალანსზე გადაცემა". ცერცვაძემ საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. მაჟორიტარმა დეპუტატებმა სხვადსხვა სოფლებში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. აღინიშნა , რომ "კურორტ ურეკის და შეკვეთილის წყალმომარაგების პრობლემა გადაწყვეტილია, მაგრამ წვერმაღალის დასახლებაში ამ მიმართულებით ისევ პრობლემაა. სოფელ ნატანებში კი ჭაბურღილების არსებობის მიუხედავად საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, სოფელ ლიხაურში უპირველესად წყალსადენის დაზიანებული მილის შეკეთებაა აუცილებელი. წყალმომარაგების მიმართულებით პრობლემებია ქ. ოზურგეთშიც".

 ქ.ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების მდგომარეობის შესახებ, საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა შალვა გაბრიჩიძემ უპასუხა. აღინიშნა, რომ საკითხი პრობლემატურია და დროულდ უნდა დაიწყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ქალაქში ავტომობილების პარკირების მოწესრიგება. კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს მუნიციპალიტეტის მერიიამ მიმდინარე წლის 1-ივლისამდე წარმოადგინოს ქ.ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების სქემატური გეგმა, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ პრობლემატურ საკითხს