ახალგაზრდული პროგრამები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge
ახალგაზრდული პროგრამები

   მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდების თვითრეალიზაციას და მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში  ჩართვას გამგეობის  განათლების,  ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას შემუშავებული აქვს პროგრამა, რომლის ძირითადი მიზნებია:

1.ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პროპაგანდა;

2.მუნიციპალურ დონეზე სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა;

3.ახალგაზრდულ ღონისძიებათა ორგანიზება;

4.ისტორიულ-შემეცნებითი პროგრამების განხორციელება და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა.