სასოფლო-სამეურნეო პროგრამები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge
სასოფლო-სამეურნეო პროგრამები

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის სექტორში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმარისი რესურსი და პოტენციალი, რათა კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

დარგის განვითარების, საერთო პოლიტიკის წარმართვის, მართვის ოპტიმიზაციისა და ახალი ინოვაციების განხორციელების მიზნით,  გამგეობაში შეიქმნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, დაფუძნდა „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი“.

 მეჩაიეობის განვითარება

 

      2015  წელს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის მიერ შემუშავებულ იქნა  ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 1000 ჰა ჩაის ფართობის რეაბილიტაცია. პროგრამის განხორციელების მთავარი ღერძი კოოპერირებაა. პროექტი წარდგენილია სოფლის მეურნეობის სამინსტროში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის უმნიშვნელოვანესი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

2015 წელს, მუნიციპალიტეტში  დამზადებული იქნა დაახლოებით 600 ტონა ჩაის ფოთოლი. პრემიერ-მინისტრის უშუალო  დავალებით  ამავე წელს დაიწყო ჩაის ფართობების ინვენტარიზაცია, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება-განხორციელება.

 ციტრუსის  რეალიზაცია

        ციტრუსების დამზადებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  მიზნით გასულ წელს შეიქმნა სამთავრობო შტაბი. მუნიციპალიტეტში გაიხსნა ციტრუსის მიმღები 7 მსხვილი პუნქტი.

დამზადდა  15 ათასი ტონამდე ციტრუსი. ექსპორტზე გავიდა 10 ათასი ტ. ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იქნა რეალიზებული, ნაწილი ჩაბარდა წვენების გადამამუშავებელ ქარხანას ქობულეთსა და სოფელ ნატანებში.

 

 მეცხოველეობის განვითარება 

 

         2015 წელს მუნიციპალიტეტმა მეცხოველეობის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. მემორანდუმი, რომელიც 2015 წლის 2 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა  და კომპანია „კავკასიის გენეტიკას“ შორის გაფორმდა, მეცხოველეობის დარგების განვითარების მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. 

✦ სანდო გენეტიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები;

✦ ევროპის ქვეყნებში აპრობირებული ხელოვნური განაყოფიერების მეთოდები;

✦ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ჯიშების გამოყვანა;

✦ გადაშენების პირას მყოფი მეღორეობის დარგის განვითარება;

 სწორედ ამ მიმართულებებით „კავკასიის გენეტიკასთან“ ერთად სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.

ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზაცია უკვე დაწყებულია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს“ სოფლების - ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთზე დასრულდა ფერმის მშენებლობა, მოსახლეობას მიეცა უნიკალური ლანდრასის და იოქშირის ჯიშების გამრავლების საშუალება.

აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტმა   გურული ვაზის 60-მდე ჯიშის გამრავლების მიზნით სანერგე მეურნეობა მოაწყო.

  მელიორაცია

 

     

     

    სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია სამელიორაციო სამუშაოების გარეშე, მნიშვნელოვანი სამელიორაციო სამუშაოები გატარდა მოლიანი-ჩოლოქი, ურეკის ზონის ტერირორიების დასაშრობად.

პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს ფერმერებს დაამუშაონ გამოუყენებელი ფართობები, გაზარდონ პროდუქტის ნაყოფიერება, შემოსავლები და  ხარისხი.

 

პრევენციული ღონისძიებები

 

         

      მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის  სპეციალისტები აქტიურად ეხმარებიან მოსახლეობას  სხვადასხვა სახის დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ  პრევენციული ღონისძიებების გატარებაში. ყველა სოფელში დარიგდა  45 ერთეული სოლო აპარატი და  შესაწამლი ხსნარი, ბზის ალურის, ამერიკული პეპელის და სხვა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.