სოციალური პროგრამები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.org.ge
სოციალური პროგრამები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამები

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

 

 ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

  1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიანი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 57 001-დან 150 001-მდე, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით;
  2. ხოლომრავალშვილიანი ოჯახები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში  0 დან 57001მდე და რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 15  ლარის ოდენობით;

პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ)  მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

 

 განსახორციელებელი ღონისძიებები:

      მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების დადგენა, ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის წარმოება, მატერიალური დახმარების გაცემა.

 

დღის ცენტრის დაფინანსება

 ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა.

ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა.

 

 განსახორციელებელი ღონისძიებები:

      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურადერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

 

მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამის მიზანია ა.(ა).ი.პ. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა.

 განსახორციელებელი ღონისძიებები:

სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

 

დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

 დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მესამე კვარტალში თანხის გადარიცხვას 300 ლარის ოდენობით, წინასასკოლო პერიოდში.

პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.

პროგრამით სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.

პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით,ასევე ბენეფიციარებისათვის სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას მედიკამენტებისა და სხვა სახის სამკურნალო საშუალებათა შეძენის მიზნით ოჯახისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.

შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს;
  • სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, თანაგადახდის პრინციპით, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 300 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს;
  • სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, თანაგადახდის პრინციპით, ასანაზღაურებელი თანხის 100%, არაუმეტეს 200 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს;
  • 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის, სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა არაუმეტეს 150 ლარისა;

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა) ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;     ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა;

განსახორციელებელი ღონისძიებები:

            მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:

 

N

ღონისძიებათა დასახელება

ერთეული

ღონისძიებისათვის საჭირო რაოდენობა

ერთეულის ფასი

ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო ხარჯი (ათას ლარში)

1

სახელმწიფო პროგრამით არანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება

ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა

წინასწარ განსაზღვრული არ არის

50%, არაუმეტეს 500 ლარისა

 

2

სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება

ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა

წინასწარ განსაზღვრული არ არის

50%, არაუმეტეს 300 ლარისა

 

2

სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება

ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა

წინასწარ განსაზღვრული არ არის

100%, არაუმეტეს 200 ლარისა

 

 

სააფთიაქო დაწესებულებებში მედიკამენტების შესაძენად

ოჯახი

100 000 სარეიტინგო

წინასწარ განსაზღვრული არ არის

არაუმეტეს 150 ლარისა

 

 

,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება.

არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება  საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად,  სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 350  ლარისა.

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);

განსახორციელებელი ღონისძიებები:

  მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება.

თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით.

 დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 120 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დილაიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება

 ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.

პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.

პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარის.

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);

განსახორციელებელი ღონისძიებები:

  მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება.

უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

 

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით.

პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა  „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და

მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე)  სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  უსინათლო ინვალიდი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა ინვალილობის შესახებ (ასლი); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიში.

 

განსახორციელებელი ღონისძიებები:

გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

სარიტუალო დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

 „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული,  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა,  სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 250 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს, გარდაცვალების მოწმობა.

 

განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:

 

N

ღონისძიებათა დასახელება

ერთეული

ღონისძიებისათვის საჭირო რაოდენობა

ერთეულის ფასი

ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო ხარჯი (ათას ლარში)

1

სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება

 

 

 

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

 

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

 

 

 

 

არაუმეტეს 250 ლარისა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4 000

2

იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

 

არაუმეტეს 250 ლარისა

3

უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება

 

ბენეფიციარი

 

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

არაუმეტეს 250 ლარისა

 

 

2 000

4

სულ ხარჯი

6 000

სოციალური ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

 

 

N

ღონისძიებების დასახელება

ერთეულის დასახელება

 

რაოდენობა

ერთეულის ხარჯი

სულ ხარჯები

(ათას ლარში, 12 თვე)

 

1.

1 იანვარს დაბადებული ახალშობილების მშობლების მატერიალური დახმარება

 

ბენეფიციარი

წინასწარ განსაზღვრული არ არის

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი

 

1 000

 

2.

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება

 

ბენეფიციარი

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

 

3 000

 

 

 

3.

9 მაისს, ფაშიზმზე ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მატერიალური დახმარება და საზეიმო მიღების მოწყობა

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

 

 

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 300 ლარი

 

 

 

4 000

 

4.

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების ორგანიზება

 

 

 

 

 

2 000

 

5.

8 აგვისტო, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომარის ოჯახის ფინანსური დახმარება

 

ბენეფიციარი

 

1 ბენეფიციარი

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი

 

200

 

 

 

 

6.

27 სექტემბერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო-აფხაზეთის ომი) ოჯახების მატერიალური დახმარება

 

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

20 ბენეფიციარი

 

 

 

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი

 

 

 

 

4 000

 

7.

1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

 

ბენეფიციარი

წინასწარ განსაზღვრული არ არის

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 300 ლარი

 

1 500

 

8.

3 დეკემბერი, ინვალიდთა საერთაშორისო დღე

 

 

 

 

5 000

 

 

 

 

9.

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისათვის სასაჩუქრე ამანათების გადაცემა

 

 

 

 

 

 

20 000

 

 

10.

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ფარგლებში გვირგვინებისა და თაიგულების შეძენა, ღონისძიებების ხარჯები

 

 

 

 

 

4 300

 

სულ ჯამი

 

 

45 000

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი   ოჯახების დახმარება

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ან/და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას სამშენებლო მასალებით ან/და ბინის ქირით უზრუნველყოფით. 

პროგრამით მოსარგებლე ბენეფეციარების დადგენა განხორციელდება ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 სექტემბრის N197 ბრძანების საფუძველზე შექმნილი დროებითი სამუშოა ჯგუფის მიერ.

დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:

კომისიის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა, ოქმების შედგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება.